საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 18, 2022

18.03.22 – იმერეთი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ერთობლივი ინიციატივით, სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, სტუდენტებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და დაგეგმილი აქტივობები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ერასმუს+ შესაძლებლობებსა იმ ეტაპებზე, რაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არის საჭირო.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შემდგომ ნაბიჯებს, კერძოდ, იმ პროცედურულ ეტაპებს რომელიც, უნდა გაიაროს გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.
შეხვედრას, რომელსაც 40-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია სტუდენტური პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ობოლაძემ გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.