საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 18, 2022
![imerethi-2](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2022/12/imerethi-2.png)
18.03.22 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივი ინიციატივით, სტუდენტებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, სტუდენტებს ნატო-ს შექმნის ისტორია და მისი გაფართოების ეტაპები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატოს მე-5 და მე-10 მუხლზე, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას და ღია კარის პოლიტიკას გულისხმობს.
შეხვედრას, მოდერაცია სტუდენტური პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინა ციცანაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.