საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 12, 2021

12.02.21 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებზე და ამ მხრივ საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიურ გავლენებზე და მასთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებზე. მომხსენებელმა სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნო და ხაზი გაესვა რეგიონის ახალგაზრდებთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.