საქართველოს სტუდენტური პარლამენტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 29, 2022
29.11.22 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომელიც წლის მანძილზე ცენტრის მიერ იგეგმება. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე. საუბარი, ასევე, შეეხო გაწევრიანების მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებს.