საქართველოს სტუდენტური პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 30, 2021

30.09.21 – იმერეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, სტუდენტებთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.