საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 14, 2022

14.12.22 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ერთობლივი ინიციატივით, ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებზე, შესაძლებლობებზე,სამომავლო პერსპექტივებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებითა და სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე.
ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას კი, განხილული იქნა დეზინფორმაციული ნაკადების გააქტიურების მიზეზები და ციფრულ პლატფორმებზე მათგან თავის დაცვის ეფექტიანი ქმედებები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.