საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 9, 2022
09.03.21 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებზე, პერსპექტივებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და ქვეყნისთვის გახსნილ ახალ შესაძლებლობებს. ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას კი, განხილული იქნა დეზინფორმაციული ნაკადების გააქტიურების მიზეზები და ციფრულ პლატფორმებზე მათგან თავის დაცვის ეფექტიანი ქმედებები.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.