საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 10, 2022
10.03.22 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ერთობლივი ინიციატივით საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იემრეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა პროექტზე „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური დახმარებით საინფორმაციო ცენტრი 2018 წლიდან ახორციელებს.
ასევე, მომხსენებელმა განიხილა ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მასთან დაახლოების ეტაპები, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციები.
შეხვედრას, რომელსაც 70-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია სტუდენტური პარლამენტის წევრმა ანი მგალობლიშვილი გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.