საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 11, 2022
11.03.22 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებების და სამოქალაქო დაცვის კომიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
სემინარის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე, ნატო-ს შექმნის მიზანსა და ისტორიაზე ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს ნატო-ს გაფართოების ეტაპები და სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობა. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, მიღწეულ შედეგებსა, სამომავლო პერსპექტივებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
შეხვედრას, რომელსაც 60-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია სტუდენტური პარლამენტის წევრმა ნინი ფაჩუაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.