საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 11, 2022
11.03.22 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ადამიანის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
სემინარის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები გააცნო, მათ შორის შრომის უფლებებისა და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ნაწილში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებსაც.
შეხვედრას, რომელსაც 80-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია სტუდენტური პარლამენტის წევრმა ნინი ფაჩუაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.