საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 15, 2022

15.03.22 – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ადმინისტრაციის აგრარული კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრას, მოდერაცია სტუდენტური პარლამენტის წევრმა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ლანა გვიჭიანმა გაუწია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.