საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 4, 2021
04.10.21 – იმერეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო სამშვიდობო მისიების საკითხებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.