საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 1, 2022
01.06.22 – მაღალმთიანი აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.