საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 23, 2022
23.12.22 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლების კომიტეტთან თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
გარდა ამისა მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და დაგეგმილ აქტივობებზე.