საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 27, 2023
27.03.23 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სტუდენტებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების, ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკისა და სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე, ვიზალიბერალიზაციით მონიჭებულ უპირატესობებსა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის შეფასებისა და შემდგომი პროცედურების პერსპექტივებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურებაზე და ამ მიდგომით ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის გაძლიერებასა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგი სამოქალაქო სექტორის ფორმირების მნიშვნელობაზე.