საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 7, 2021
07.10.21 – ქვემო ქართლი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, ქვემო ქართლის რეგიონიდან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორიაზე, მის მთავარ პრინციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, როგორც სახიფათო გამოწვევებზე ისაუბრა.
დისკუსიის ფორმატში სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიწოდებული ინფორმაციის შეჯამების მიზნით, ვიქტორინა გაიმართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.