საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 8, 2022
08.03.22 – იმერეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ნატო-ს გაფართოების ეტაპები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხები გააცნო.
შეხვედრას, რომელსაც 60-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაციას სტუდენტური პარლამენტის წევრმა ანი მგალობლიშვილი გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.