საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდებისთვის შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 13, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ახალაგაზრდებს ცენტრის საქმიანობაზე ესაუბრა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი ახალგაზრდებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ესაუბრა. ასევე, გააცნო ის შესაძლებლობები რასაც ინტეგრაციის პროცესში ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია კოვიდ პანდემიის პირობებში ევროკავშირის დახმარებებზე.
სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.