საქართველოში ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებულმა ევროპის დღეების ფარგლებში კახეთის რეგიონის სტუდენტებისთვის საჯარო ონლაინ შეხვედრა გამართა

მაისი 17, 2021

17.05.21 – კახეთი
„ევროპის დღეები 2021″-ის ფარგლებში დაგეგმილი ციფრული საუბრების ფორმატში, საქართველოში ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებულმა ხორხე ლუსინი სერანო დე არომ ევროკავშირთან ესპანეთის ურთიერთობაზე, იმ ორმხრივ ბენეფიტებზე, რასაც ქვეყანა იღებს ევროკავშირში გაწევრიანებით და იმ წვლილზე, რაც შეაქვს ევროგაერთიანებაში სტუდენტებისთვის საჯარო ონლაინ შეხვედრა გამართა.

140-მდე სტუდენტისთვის გამართულ ციფრულ შეხვედრას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და ევროპის დღეების მიმდინარეობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას ძირითადად კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტები, ასევე თბილისის ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებულმა ისაუბრა როგორც ევროკავშირის საქმიანობასა და მის ძირითად პრონციპებზე, ესპანეთის გამოცდილებაზე, აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვან ასპექტებსა და საქართველო-ესპანეთს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე. საუბრისას გამოიყო პანდემიის პირობებში წარმოქმნილი ახალი გამოწვევები და ის გზები, რითც ევროკავშირი და საკუთრივ ესპანეთი ცდილობს პრობლემების მოგვარებას.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოს ევროინტეგრაციისა და საქართველო-ესპანეთის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშავს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში იმართება.