საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელის მარეკ შჩიგელის ონლაინ ლექცია გაიმართა

მაისი 27, 2020

2020 წლის 27 მაისს, საქართველოში მიმდინარე “ევროპის დღეები 2020″-ის ფარგლებში თბილისისა და საქართველოს რეგიონების სხვადასხვა უნივერსიტეტის 90-მდე სტუდენტისთვის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელის მარეკ შჩიგელის ონლაინ ლექცია გაიმართა.

შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი უწევდა მოდერაციას, რომელმაც საქართველო ევროკავშირის ურთიერთობის კონტექსტში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის – როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიის – მნიშვნელოვან როლზე ვითარების ესკალაციის პრევენციაში.

მარკ შჩეგელმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ ესაუბრა. ძირითადი აქცენტები გაკეთდა მისიის როლის, მისი მანდატის განხორციელების გზების, არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. ასევე, დეტალურად ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის დინამიკაზე, ევროკავშირის მნიშვნელოვან წვლილზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და კონფლიქტის დარეგულირებაში.

შეხვედრა „საინფორმაციო ცნტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ორგანიზებით გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ 2020 წელს ევროპის დღეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მერვედ მართავს. წელს, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ევროპის დღეები განსხვავებულად, ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.