საქართველოში გერმანიის ელჩმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

მაისი 25, 2021

25.05.21 – თბილისი

„ევროპის დღეები 2021″-ის ფარგლებში დაგეგმილი ციფრული საუბრების ფორმატში, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტიდან 60-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, გერმანიის ელჩმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის ისტორიის, ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალების და განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე და ევროპის დღეების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშნავს. COVID-19-ის გავრცელებისა არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში იმართება.