საქართველოში ლიეტუვას ელჩმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

ნოემბერი 30, 2021

30.11.21 – თბილისი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლექციების ციკლის „საუბრები ელჩებთან“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში ლიეტუვას ელჩი ანდრიუს კალინდრა მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების 50-მდე სტუდენტს შეხვდა.

ლიეტუვას ელჩმა სტუდენტებს საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ონლაინ შეხვედრას მოდერაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გაუწია და ცენტრის საქმიანობის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.