საქართველოში პოლონეთის ელჩის მარიუშ მაშკიევიჩის შეხვედრა სტუდენტებთან

ნოემბერი 19, 2021

19.11.21 – თბილისი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლექციების ციკლის „საუბრები ელჩებთან“ დაიწყო.

საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა.

ონლაინ შეხვედრას რომელსაც 80-მდე სტუდენტი ესწრებოდა, მოდერაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სტუდენტებთან შეხვედრაზე მარიუშ მაშკიევიჩმა საქართველო-პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, პოლონეთის ნატოში ინტეგრაციის შედეგად მიღებულ სიკეთეებზე და ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.