საქართველოში საბერძნეთის ელჩის საჯარო ონლაინ ლექცია სტუდენტებისთვის

მაისი 24, 2021

24.05.21 – თბილისი

„ევროპის დღეები 2021″-ის ფარგლებში დაგეგმილი ციფრული საუბრების ფორმატში, საქართველოში საბერძნეთის ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 60-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, საბერძნეთის ელჩმა ევროკავშირის საქმიანობაზე, მის ძირითად პრინციპებსა და ევროკავშირში საბერძნეთის გაწევრიანების გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშნავს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში იმართება.