საქველმოქმედო ასოციაციის „გურია“ თანამშრომლებსა და ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა
ივლისი 28, 2022

28.07.22 – ოზურგეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქველმოქმედო ასოციაციის „გურია“ თანამშრომლებსა და ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის უფლებების, განათლებისა და სხვა მიმართულებების შესახებ, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოიცავს. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ღირებულებებს, ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის სპეციფიკისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებს.
გარდა ამისა, მომხსენებელმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.