სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ვიქტორინა გაიმართა
ივნისი 9, 2022
09.06.22 – მაღალმთიანი აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხულოს ამერიკული თაროს ერთობლივი ორგანიზებით, სასერტიფიკატო კურსის „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებს მაღალმთიანი აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დისკუსიის ნაწილში საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს.
კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ ვიქტორინა. ვიქტორინაში გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები და ლიტერატურა, ხოლო ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცათ.