„საშემოდგომო სკოლის“ ფარგლებში ქუთაისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 27, 2023

27.10.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, ქუთაისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალაგაზრდებისთვის „საშემოდგომო სკოლის“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, მონაწილეებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატოს გაფართოების და გაწევრიანების ეტაპებზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, განხილული იქნა სამშვიდობო მისიები და ის პროგრამები, რომელსაც ნატო საქართველოსთან პარტნიორობის ეტაპზე ახორციელებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.