სასწავლო უნივერსიტეტის „მილენიუმი“ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 5, 2021

05.11.21 – ქვემო ქართლი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მილენიუმის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ნატო-ს შექმნისა და გაფართოების ისტორიაზე, მიზნებზე, ამოცანებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს შესახებ გავრცელებულ მითებს, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.

შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტში საინფორმაციო კუთხის გახსნის მზადყოფნისა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.