საზღვრისპირა სოფელ სარფის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 14, 2022

14.06.22 – სოფელი სარფი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, საზღვრისპირა სოფელ სარფში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მოსწავლეებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მომხსენებელი აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამა ERASMUS + სთავაზობს ახალგაზრდებს. საუბარი შეეხო აგრეთვე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებს.

შეხვედრას სოფელ სარფის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა მგელაძე ესწრებოდა, რომელმაც საზღვრისპირა სოფელ სარფის ახლგაზრდებისთვის საინფორმაციო ცენტრის აჭარის წარმომადგენელთან ერთად საინტერესო პროექტების დაგეგმვის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს, მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული მასალები და თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.