საზოგადოებრივი კოლეჯის “ახალი ტალღა“ წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 14, 2023

14.09.23 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი კოლეჯის “ახალი ტალღა“ წარმომადგენლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტმა, „ასოციაცია ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკა ქარდავამ, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების პროექტებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ იმ სარგებელზე, რომელიც საქართველომ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით არის გათვალისწინებული.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მნიშვნელობასა და დინამიკაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.