სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 1, 2022

01.04.22 – სოფელი ლეძაძამე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ასოცირების შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS+ შესაძლებლობებს.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობასა და შემდგომ პროცედურულ ნაბიჯებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.