სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 19, 2023
19.12.23 – სენაკი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სენაკში, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.