შეხვედრა ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის საკითებზე
ივნისი 7, 2023
07.06.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აჭარის რეგიონულ ოფისში, სტუდენტური კლუბის წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობა და განხორციელებული პროექტები გააცნო, ასევე, ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე სტუდენტური კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ევროინტეგრაციის თემატიკაზე მომზადებული პრეზენტაციები და დებატების ფორმატში იმსჯელეს დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრაზე, ასევე, ევროპული ფასეულობების, ტრადიციების, კულტურული ღირებულებების საკითხებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და სტერეოტიპებზე გაიმართა დისკუსია.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურაც გადაეცათ.