შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან

მაისი 30, 2023

30.05.23 – სოფელი ბურნაშეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.