შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „დეფისი“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან

ნოემბერი 19, 2022

19.11.22 – ახალქალაქი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის „დეფისი“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ეწვივნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მის თანმდევ საფრთხეებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი ლიტერატურა გადაეცათ.