შეხვედრა აჭარის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან
მაისი 23, 2022

23.05.22 – აჭარა
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, აჭარაში, რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა, რომელსაც 55 ახალგაზრდა ესწრებოდა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გახსნეს და ცენტრის საქმიანობასა და მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადსა და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, საინფორმაციო ომის თავისებურებებზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ დეზინფორმაციულ ნარატივებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება, ასევე, გამახვილდა დასავლური ღირებულებების მნიშვნელობასა და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების უნარების გაძლიერებაზე.
შეხვედრას, ასევე, რეგიონის ახალგაზრდული ცენტრისა და მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების წარმომადგნელები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეები ქობულეთის ისტორიულ მუზეუმს ეწვივნენ.
„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობის გაზრდა.