შეხვედრა ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში
ივნისი 9, 2023

09.06.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო მისიებზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, ასოცირების ხელშეკერულებასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ეტაპებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასასრულს კი მონაწლეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.