შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლაში

ივნისი 9, 2023

09.06.23 – სოფელი კოხნარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული განზომილების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში, ირაკლი პაპავამ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის იმ უფლებების, განათლებისა და სხვა მიმართულებების შესახებ, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოიცავს.

ასევე, საუბარი შეეხო ევროპულ ღირებულებებს, ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის სპეციფიკას, ევროკავშირის ფასეულობებსა და მათ როლს გაერთიანების ფუნქციონირებისთვის.

ამასთან, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებიც გააცნო.