ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლაში შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 1, 2023

01.12.23 – სოფელი წიფნარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ მონაწილეებს ევროკავშირის ფუნქციონირების უმთავრესი საკითხების, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ვიზალიბერალიზაციის საკითხებს, იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამები მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრების შესახებ გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობასა და განაცხადის წარდგენიდან საბოლოო წევრობამდე განმცხადებელი ქვეყნის მიერ გასავლელ გზასა და ეტაპებზე, გაწევრების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, ნეიტრალიტეტის სტატუსის არსზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.