შეხვედრა დაბა ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლაში

ივნისი 9, 2023

09.06.23 – დაბა ჩოხატაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნიკო მარის სახელობის, დაბა ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დებატკლუბის წევრებისთვის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში, ირაკლი პაპავამ იმ პროექტის შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანსაც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება და ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსწავლეთა კლუბების შექმნა, რომლებიც, „კარლ პოპერის პოლიტიკური დებატების“ ფორმატის გამოყენებით, ქვეყნის მასშტაბით 70-მდე სკოლის მოსწავლესა და პედაგოგს, საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას და იმ პერსპექტივებს, რაც თან ახლავს დასავლური ინტეგრაციის პროცესს.

შეხვედრისას მომხსენებელმა ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ისტორიაზე, ნატოსა და ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის დინამიკასა და ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის ხელშესახებ შედეგებსა და სიკეთეებზე.

შეხვედრაზე მომხსენებელმა ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.