შეხვედრა ევროპარლამენტის მოდელირების მონაწილეებთან

ივნისი 7, 2022

07.06.22 – საგარეჯო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგზარდობის სახლში ევროპარლამენტის მოდელირება გაიმართა.

მოდელირებაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ევროკავშირის ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრინების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრაზე, აგრეთვე, მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ლიდერების ინიციატივით დაიგეგმა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების დონის გაზრდას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.