შეხვედრა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში

ივნისი 8, 2023

08.06.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ევროკავშირის ინსტიტუტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ბიბლიოთეკარები, განყოფილების ხელმძღვანელები და კულტურულ გაერთიანებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონაწილეებს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, გია ქობალიანი მიესალმა და ევროკავშირის ინსტიტუტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძე მონაწილეებს მიესალმა და ცენტრის საქმიანობაზე, მისიასა და პროექტებზე ესაუბრა.

საჯარო ლექციას თემაზე “ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები“ საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი, იოსებ ნანობაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჯიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.