შეხვედრა ქ.თელავში რა? სად? როდის? მონაწილეებთან

მაისი 15, 2022

15.05.22 – თელავი

„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თელავის ინტელექტ კლუბის ერთობლივი ორგანიზებით ქ. თელავში, ევროპული რა? სად? როდის? გაიმართა.

თელავის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის თემატიკაზე შედგენილ რა? სად? როდის? ინტელექტუალურ თამაშში, სადაც დღის საუკეთესო შედეგების მქონე გუნდს საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2022“, 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.