შეხვედრა სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე

თებერვალი 5, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ნატოს ისტორიისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობას და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს. მონაწილეები დაინტერესდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ნატო-საქართველოს თანამშრომლობით და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.