სოფელ ზედა სამების სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 21, 2023

21.09.23 – სოფელი ზედა სამება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ახლაგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში მონაწილეობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის შექმნასა და ფუნქციონირებაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და მნიშვნელოვან ეტაპებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე, მიზნებსა და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი ახალგაზრდების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ანეტი ბერიძემ, კი ახალგაზრდებს ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობის პირობები და შერჩევის კრიტერიუმები გააცნო.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.