შეხვედრა ვანის მეორე საჯარო სკოლაში
ივნისი 9, 2023
09.06.23 – ვანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ვანის მეორე საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დებატ კლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგი ესწრებოდა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძე, მონაწილეებს დებატების მნიშვნელობაზე ესაუბრა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის მისია, საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
შეხვედრაზეყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე. მომხსენებელმა ასევე, ისაუბრა სამშვიდობო მისიებზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, ასოცირების ხელშეკერულებაზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ეტაპებზე.
მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.