შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერიების აიპების წარმომადგენლებთან ონლაინ სემინარი ჩატარდა
მარტი 30, 2022
30.03.22 – შიდა ქართლი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერიების აიპების წარმომადგენლებითვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ონალინ სემინარზე სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარემ ირაკლი მენაღარიშვილმა, ვრცლად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების გზებზე, დახმარების პროექტებსა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას, რომელსაც 45 მსმენელი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგნელმა ციკო შაქარაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.