შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
დეკემბერი 24, 2021

24.12.21 – შიდა ქართლი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის ნატოს შესახებ საზოგადოების სამსახურის უფროსი ქეთი კუპრაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ნარდაიამ, ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო ნატოს შექმნის ისტორიას, ჩვენი ქვეყნის ნატოსთან ურთიერთობის დინამიკას, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
სემინარს, რომელსაც 70-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.