შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა
თებერვალი 22, 2022
![1645779958_](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2022/12/1645779958_.png)
22.02.22 – შიდა ქართლი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ანტიდასავლურ პროპაგანდის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს” კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, ვრცლად ისაუბრა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე. საუბარი, ასევე, შეეხო მედიაწიგნიერების როლსა და მნიშვნელობას.
ონლაინ სემინარს, რომელსაც 30 – მდე ახალგაზრდა ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.