შიდა ქართლის რეგიონის მოსწავლეებსა და სტუდენტებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
იანვარი 26, 2022
26.01.21 – შიდა ქართლი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა.
სემინარი საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზარდების როლზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ნათია გვენეტაძემ ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის არსებობს. ხაზი გაესვა ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანას – საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უალტერნატივობას და ალიანსში გაწევრიანების სამომავლო პერსპექტივებს.
ონალინ სემინარს, რომელსაც 60-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.